HTML სახელმძღვანელო
HTML - საწყისები
შესავალი ტექსტური ედიტორი (IDE) სინტაქსი ატრიბუტები ტექსტური ტეგები ფორმატის ტეგები სიები კომენტარი ბმული ცხრილები ფოტო ფაილური სტრუქტურა HEAD & META - ტეგები ბლოკ & ინლაინ ელემენტები DIV - ტეგი სემენტიკური ტეგებიHTML - მედია
ვიდეო აუდიო YouTube - IframeHTML - ფორმები
ფორმების შესავალი ფორმის ელემენტები ფორმის ატრიბუტები INPUT - ატრიბუტები RADIO & CHECKBOX ინფუთებიტექსტური სახის ინფორმაცია ვებ გვერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია , ტექსტური ტეგები იყოფიან სამ ტიპად , სათაურები , პარაგრაფი, და ფორმატის
სათაურები:
სათაური 1
სათაური 2
სათაური 3
სათაური 4
სათაური 5
სათაური 6
სათაური იწყება
დან და სრულდება
ტეგზე

სათაური

სათაური

სათაური

სათაური

სათაური

სათაური

არის ყველაზე დიდი ზომის ტექსტი ხოლო
ყველაზე პატარა , მათი გამოყენება შეგიძლიათ გვერდის ან სტატიის სათაურის გადმოსაცემად , ყველაზე მნიშნელოვან სათაურში ვიყენებთ
ხოლო , ყველაზე ნაკლები მნიშვნელობის ტექსტში

სათაურის ტეგები ბრაუზერში ჩანან გასქელებული ტექსტით და დიდი ზომის შრიფტით , ასევე ელემენტებს შორის არის ჩაშენებული დაშორებებიც
პარაგრაფი:
წინადადების ან დიდი ზომის ტექსტის გამოსატანად ბრაუზერში
ტეგი გამოიყენება,ყოველი პარაგრაფი იწყება ახალი ხაზიდან ,
ტეგში მოთავსებულ სიტყვების განლაგებას ბრაუზერი მიშვნელობას არ ანიჭებს
მაგალითად:

მე ვსწავლობ Front End პროგრამირებას
ვებ პლატფორმაზე programirebis-kursebi.ge

შედეგი:
როგორც ფოტოზე ვხედავთ ბრაუზერმა არც სიტყვებს შორის სიცარიელეს მიანიჭა მნიშვნელობა , და არც მეორე წინადადება დაიწყო ახალი ხაზიდან
თუ გვინდა წინადადების გაწყვეტა და ახალი ხაზიდან დაწყება , ამისათვის HTML ში , არსებობს ორი ტეგი
და

გამოყენების შემთხვევაში მის მარჯვნივ არსებული ტექსტი ახალი ხაზიდან დაიწყება

მე ვსწავლობ Front End პროგრამირებას

ვებ პლატფორმაზე programirebis-kursebi.ge

გამოყენების შემთხვევაში მის მარჯვნივ არსებული ტექსტი ახალი ხაზიდან დაიწყება , და ხაზებს შორის გაევლება ხაზი

მე ვსწავლობ Front End პროგრამირებას

ვებ პლატფორმაზე programirebis-kursebi.ge

თუ გვინდა ედიტორში დაწერილი ტექსტი ბრაუზერშიც იდენტურად აისახოს ამისათვის შეგვიძლია
ტეგის გამოვიყენოთ

მე ვსწავლობ Front End პროგრამირებას

ვებ პლატფორმაზე programirebis-kursebi.ge

შედეგი: