<head> ტეგში მოთავსებული კონტენტი მომხმარებლისთვის უხილავია,  როგორც წესი მასში  ხდება სხვა ფაილებთან HTML გვერდის დაკავშირება, მაგალითად CSS ან JAVASCRIPT


<title> - ადგენს გვერდის დასახელებას , მისი კონტენტი ხილულია ბრაუზერის ტაბში 


<title> ტეგი Seo ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს , სწორედ მასში განთავსებული ტექსტი ჩანს საძიებო სისტემების რეზულტატებში !

 

HTML - მეტა ტეგები 

ისინი ინახავენ ინფორმაციას გვერდის შესახებ   , აღწერენ დოკუმენტის მოკლე შინაარს , დაკავშირებულ ქივორდებს , განსაზღვრავენ მობილური ვერსიის ტიპს


განსაზღვრავს გვერდის კოდირებას,  "UTF-8" მხარს უჭერს თითქმის ყველა ენას და სიმბოლოს

<meta charset="UTF-8">


აკავშირებს საძიებო სისტემებს , დოკუმენტის შინაარსთან , ყოველი ქივორდი გამოიყოფა მძიმით

<meta name="keywords" content="პროგრამირების  კურსები, html კურსი, პროგრამირების ონლაინ კურსი">

 

განმარტავს დოკუმენტის შინაარს საძიებო სისტემებისთვის

<meta name="description" content="ისწავლეთ პროგრამირება დამოუკიდებლად და თანაც უფასოდ, ჩვენი
სახელმძღვანელო განკუთვნილია აბსოლიტური დამწყებებისთვის">

 

განსაზღვრავს  დოკუმენტის  ავტორს

<meta name="author" content="შაკო დვალიშვილი">

 

განსაზღვრავს  ტელეფონის ვერსიის ტიპს, 

<meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1.0">

 

width=device-width - ადგენს დოკუმენტის სიგანეს, მოწყობილობის ეკრანის შესაბამისად

initial-scale=1.0 - ადგენს საწყის მაშტაბის დონეს


viewport - მეტა ტეგის ვებ გვერდის ისევე გაიხსნება როგორც დესკტოპ ვერსიაზე


სრული მაგალითი:

<head>
<title> გვერდის სათაური </title>
<html lang="ka">  
<meta charset="UTF-8">
<meta name="keywords" content="პროგრამირების  კურსები, html კურსი, პროგრამირების ონლაინ კურსი">
<meta name="description" content="ისწავლეთ პროგრამირება დამოუკიდებლად და თანაც უფასოდ,
ჩვენი სახელმძღვანელო განკუთვნილია აბსოლიტური დამწყებებისთვის">
<meta name="author" content="შაკო დვალიშვილი">
<meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1.0">
</head>