წესები და პირობები

წესები და პირობები – კურსების შეძენა და თანხის დაბრუნება

 

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებ პლატფორმაზე წარმოდგენილი საგანმანათლებლო კურსების შეძენის, გამოყენებისა და თანხის დაბრუნების წესებს. პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ პირობებს.

2. კურსის შეძენა

კურსის შეძენა ხორციელდება პლატფორმაზე მითითებული გადახდის მეთოდებით. გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ მომხმარებელს ენიჭება შეძენილი კურსის გამოყენების უფლება.

3. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

3.1. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში:

  • გადახდის პროცესში მოხდა ტექნიკური ან სისტემური შეცდომა;
  • მომხმარებლის ანგარიშზე კურსი არ გააქტიურდა ან გააქტიურდა შეცდომით;
  • თანხა ჩამოიჭრა, თუმცა მომსახურება ფაქტობრივად არ იქნა მიწოდებული.

3.2. თანხის დაბრუნება არ ხორციელდება, თუ:

  • მომხმარებელმა წარმატებით შეიძინა კურსი და მასზე წვდომა მიიღო;
  • მომხმარებელმა მოგვიანებით გადაიფიქრა კურსის გამოყენება;
  • მომხმარებელმა დაიწყო ან ნაწილობრივ/სრულად გაიარა კურსი;
  • თანხის დაბრუნების მოთხოვნა უკავშირდება პირად მიზეზებს და არა ტექნიკურ ხარვეზს.

3.3. მომხმარებელმა თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა წარმოადგინოს წერილობით, პლატფორმაზე მითითებული საკონტაქტო საშუალებით, შესაბამისი დეტალების მითითებით (გადახდის თარიღი, ტრანზაქციის იდენტიფიკატორი და სხვ.).

3.4. თანხის დაბრუნების მოთხოვნა განიხილება გონივრულ ვადაში და დამტკიცების შემთხვევაში თანხა უბრუნდება მომხმარებელს იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც მოხდა გადახდა.

4. კურსის გამოყენების შეზღუდვა

შეძენილი კურსი განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის, ვინც შეიძინა იგი და მისი გაზიარება, გადაცემა ან მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობის მიცემა დაუშვებელია.

5. ცვლილებები წესებსა და პირობებში

პლატფორმა იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს წესები და პირობები. ცვლილებები ძალაში შედის ვებ პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე.

6. ანგარიშის გაზიარების აკრძალვა და სანქციები

4.1. მომხმარებლის ანგარიში განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. მომხმარებელს ეკრძალება თავისი ანგარიშის მონაცემების (მომხმარებლის სახელი, პაროლი ან სხვა წვდომის საშუალებები) გადაცემა, გაზიარება ან მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობის მიცემა.

4.2. პლატფორმა უფლებამოსილია ტექნიკური საშუალებებით დააფიქსიროს ანგარიშის არაუფლებრივი გამოყენება, მათ შორის ერთსა და იმავე ანგარიშზე სხვადასხვა მოწყობილობიდან ან ლოკაციიდან სისტემატური წვდომა.

4.3. ანგარიშის გაზიარების დადასტურების შემთხვევაში პლატფორმა იტოვებს უფლებას:

  • დროებით ან მუდმივად დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში;
  • შეუზღუდოს ან სრულად ჩამოართვას შეძენილი კურსების ნახვის უფლება;
  • არ განახორციელოს თანხის დაბრუნება, მიუხედავად დარჩენილი ხელმისაწვდომობის ვადის ან გაუვლელი მასალის არსებობისა.

4.4. ანგარიშის დაბლოკვის შემთხვევაში მომხმარებელს არ ექნება უფლება მოითხოვოს კურსის ხელახლა გააქტიურება ან გადახდილი თანხის დაბრუნება.