HTML სახელმძღვანელო
HTML - საწყისები
შესავალი ტექსტური ედიტორი (IDE) სინტაქსი ატრიბუტები ტექსტური ტეგები ფორმატის ტეგები სიები კომენტარი ბმული ცხრილები ფოტო ფაილური სტრუქტურა HEAD & META - ტეგები ბლოკ & ინლაინ ელემენტები DIV - ტეგი სემენტიკური ტეგებიHTML - მედია
ვიდეო აუდიო YouTube - IframeHTML - ფორმები
ფორმების შესავალი ფორმის ელემენტები ფორმის ატრიბუტები INPUT - ატრიბუტები RADIO & CHECKBOX ინფუთებიშესავალში უკვე ვთქვით რომ HTML შედგება ტეგებისგან , ხოლო ტეგი მეტობა/ნაკლებობის შორის ჩაწერილი სიტყვა ან ასოა, მათ ერთიანობას სინტაქსი ეწოდება, ყველა პროგრამირების ენას საკუთარი სინტაქსი აქვს
HTML - ში არსებობს მშობელი და შვილობილი ტეგის ცნება , რაც გულისხმობს ერთი ტეგის შიგნით სხვა ტეგის მოთავსებას , უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს ზოგადი სტანდარტი რომელიც გვავალდებულებს სტრუქტურის ზუსტად გამეორებას , მაგალითად როგორც ეს HTML ჩონჩხის აწყობისას ხდება
მაგალითად:
<!DOCTYPE html><html><head><title> გვერდის სათაური </title></head><body><h1>ჩემი პირველი ნაბიჯები </h1></body></html>
როგორც ხედავთ <html> </html> ტეგების შორის არის მოთავსებული <head> და <body> ტეგები , მაგალითზე ჩანს რომ <html> არის მშობელი ტეგი ხოლო მასში შემავალი <head> და <body> შვილობილი ტეგები არიან
აუცილებელია რომ ყველა ტეგი იყოს დახურული სხვა შემთხვევაში გამოვიწვევთ სინტაქსურ შეცდომას , რაც ვებ გვერდის გამართულ მუშაობას შეუშლის ხელს
არსებობს ისეთი ტიპის ტეგები რომლებიც არ იხურება მაგალითად <br> მათ კონტენტი არ გააჩნიათ შესაბამისად მათ არც დამხურავი ტეგი ჭირდებათ
HTML არ არის "ქეი სენსიტივ" ენა , ეს ნიშნავს რომ ფუნქციურად დიდი და პატარა ასო ერთია , მაგალითად ელემენტი <P> ტექსტი </p> შეცდომას არ გამოიწვევს , მაგრამ მკაცრად რეკომენდებულია გამოვიყენოთ მხოლოდ დაბალი რეგისტრის ტეგები