HTML სახელმძღვანელო
HTML - საწყისები
შესავალი ტექსტური ედიტორი (IDE) სინტაქსი ატრიბუტები ტექსტური ტეგები ფორმატის ტეგები სიები კომენტარი ბმული ცხრილები ფოტო ფაილური სტრუქტურა HEAD & META - ტეგები ბლოკ & ინლაინ ელემენტები DIV - ტეგი სემენტიკური ტეგებიHTML - მედია
ვიდეო აუდიო YouTube - IframeHTML - ფორმები
ფორმების შესავალი ფორმის ელემენტები ფორმის ატრიბუტები INPUT - ატრიბუტები RADIO & CHECKBOX ინფუთებიHTML ატრიბუტები განსაზღვრავენ ელემენტის ქცევას , წარმოიდგინეთ რომ ვებ გვერდზე გაქვთ 10 ბმული, ბმულის შესაქმნელად კი მხოლოდ ერთი ტეგი არსებობს , მაშინ როგორ მივახვედროთ ბრაუზერს რომელ ტეგში რომელი ბმული უნდა გამოჩდეს?
სწორედ ამისთვის არსებობენ ატრიბუტები !
როგორ გამოვიყენოთ ატრიბუტი ელემენტში?
ატრიბუტი ელემენტის შემადგენელი ნაწილია , სინტაქსურად კი გამოიყურება შემდგენაირად :
<a href="https://www.programirebis-kursebi.ge/" > პროგრამირების კურსები </a>
<a href="https://www.programirebis-kursebi.ge/contact" > კონტაქტი </a>
მოცემულ მაგალითში პირველი ბმული გადაგვამისამართებს მთავარ გვერდზე ხოლო მეორე ბმული კონტაქტის გვერდზე
href - ატრიბუტის დასახლება
="https://www.programirebis-kursebi.ge/" - ატრიბუტის მნიშვნელობა
მნიშვნელოვანია რომ ატრიბუტები გამოვიყენოთ სწორი სინტაქსით მაგალითად
სწორია:
<a href="https://www.programirebis-kursebi.ge/" > </a>
არასწორია:
<a href=https://www.programirebis-kursebi.ge/> </a>
ატრიბუტები განსხვავდებიან დანიშნულების მიხედვით , თუ href="" ატრიბუტი მუშაობს a ტეგთან , მისი გამოყენება p ტეგის შემთხვევაში ყოვლად უსარგებლოა , რადგან ბმულების გასალინკად მხოლოდ a ტეგი გამოიყენება
HTML ში მრავალი სახის ატრიბუტი არსებობს , რომლებსაც შემდეგ თავებში ტეგებთან ერთად განვიხილავთ