ტოპ 10 მოთხოვნადი პროგრამირების ენა 2026 წელს
სასარგებლო ინფორმაცია 2026 წლის მოთხოვნად პროგრამირების ენებზე
Stack Overflow Developer Survey - თანახმად დეველოპერების 70% ამბობს რომ პროგრამირება დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ონლაინ რესურსების გამოყენებით , ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული კურსები და სასწავლო რესურსები, უნიკალური საშუალებაა შეისწავლოთ ახალი პროფესია, სილაბუსი და სწავლის მეთოდოლოგია შემუშავებულია 8 წელზე მეტი გამოცდილების მქონე დეველოპერების მიერ
+ 2
0.00 ₾ 120.00 ₾
8 უპირატესობა , ანუ რატომ უნდა გაიაროთ ჩვენთან პროგრამირების კურსები
ყველა კურსი შედგენილია პრაქტიკოსი, გამოცდილი დეველოპერების მიერ, სწავლობ ყველაფერს დამწყებიდან პროფესიონალის დონემდე
ჩვენს პლატფორმაზე შესაძლებელია პროგრამირების შესწავლა სამი სხვადასხვა მეთოდოლოგიით, ისწავლე თავად სახელმძღვანელოს გამოყენებით, ისწავლე ვიდეო ჩანაწერებით , ისწავლე მენტორთან ერთად
სასწავლო მასალები ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის გაცემაზე , ყველა სასწავლო კურსი გაჯერებულია ამოცანებით რომლებიც ეხმარება სტუდენტებს ლოგიკური აზროვნების და საჭირო უნარ ჩვევების ჩამოყალიბებეაში
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენს სასწავლო პლატფორმაზე განთავსებულია უფასო სახელმძღვანელოები, სრულყოფილი ვიდეო კურსები მინიმალური ღირებულებით, პროგრამირების კურსები მენტორის ინტერაქციით , რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ისწავლოთ პროგრამირება თქვენზე მორგებული მეთოდით!
ინტერაქციული კურსები ტარდება დილის შუადღის და საღამოს საათებში, თავად ირჩევთ სასურველ დროს , ხოლო თუ ვიდეო კურსი გაქვთ შეძენილი ან თუნდაც სახელმძღვანელოდან სწავლოთ არც დროში ხართ შეზღუდული და არც გრაფიკში
ჩვენთან სასწავლო კურსები და რესურსები მუდმივად განახლებადია, რადგანაც წლიდან წლამდე იხვეწება პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები, ინერგება და იცდება ახალი პრაქტიკები , შესაბამისად ჩვენ ვართ იქ სადაც განვითარებაა
ვსწავლობთ როგორ განვითარდეთ AI ერთად , ვისწავლოთ მისი სწორად გამოყენება პროფესიული ზრდისთვის და არა დამოკიდებულების შესაქმნელად!
მენტორულ კურსებში ფინალურ პროექტში საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტი იბრუნებს სწავლის საფასურს სრულად, სტუდენტები ერთმანეთის პროექტებს თავად აფასებენ
დასაქმების ბაზარზე მათ შორის საქართველოშიც პროგრამისტებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია, 2025 წლის მონაცემებით პროგრამისტების 83% მეტი დასაქმებულია. წყარო
ყოველწლიურად იზრდება იმ კომპანიების რიცხვი რომელიც საკუთარი სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას ახდენს, ქმნის მორგებულ პროგრამულ უზრუნელყოფას, ან იყენებს მესამე მხარის მიერ შექმნილ ციფრულ პროდუქტებს, შეიძლება ვერც კი ამჩნევთ მაგრამ პროგრამისტის პროფესია ისეთივე აუცილებელი გახდა როგორც ექიმის, იურისტის, ბუღალტრის და ა.შ, რომ არა პროგრამისტები ვერ გამოიძახებდით ტაქსს, ვერ გადაიხდით ბარათით, ვერ ისარგებლებდით სოციალური ქსელებით, მოკლედ რომ ვთქვათ პროგრამისტები კაცობრიობის თანამედროვე მიღწევების მთავარი შემოქმედნი არიან
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად გაჩდა შიში იმის შესახებ რომ პროგრამისტის პროფესია საჭირო აღარ იქნებოდა (უახლოეს მომავალში) , ამ მოსაზრებას ორი რამ უდევს საფუძვლად,
პირველი, კომპანიები რომლებიც ქმნიან AI მოდელებს უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ პიარში, ქმნიან არასწორ წარმოდგენას მათ შესაძლებლობებზე , მარტივი მარკეტინგია , თუ ისეთი რამ გაქვს რაც კომპანიებს ზოგ შემთხვევაში ათასობით ზოგში კი მილიონობით დოლარის დაზოგვიის საშუალებას აძლევს , მაშინ შენი კომპანიაც ღირებულია,
მეორე , დამწყები პროგრამისტების და აიტი სფეროს წარმომადგენლების “აღრთოვანება”, რაც საკუთარი შესაძლებლობის ზღვარს მიღმაა იმას AI მოდელი ძალიან მარტივად წერს და ერთი შეხედვით უკეთესედაც ფიქრობს
მოკლედ ამ ყველფრის ამაოება იმაში მდგომარეობს რომ კოდის წერის გარაშეც რთული და დიდი ლოგიკის შექმნა მზა ენჯინების წყალობით ბოლო 20-23 წელია ისედაც შესაძლებელია, დამეთანხმებით დინოზავრების ბედი ჯერაც არ გაგვიზიარებია,
პროგრამირება მრავალ მხრივია იგი მოიცავს:
- ვებ დეველოპმენტს (Front-end, Back-end, Full-stack)
- მობაილ დეველოპმენტს (Android, iOS, Cross-platform)
- თამაშების დეველოპმენტს
- სოფტვეარ დეველოპმენტს (Desktop app)
ბოლო წლებში პროგრამირების სწავლის კუთხით სამწუხაროდ როგორც ბევრ სფეროში არაერთი მანკიერი მოვლენა ვიხილეთ,როგორც სასწავლო დაწესებულებების მხრიდან ასევე პროგრამირების სწავლის მსურველთაგან, "კეთილი" ტყუილების და ცრუ დაპირებების ღრუბლების გაფანტვის შემდეგ ისმის კითხვა ღირს თუ არა რომ ვისწავლო პროგრამირება? დიახ ღირს იმ შემთხვევაში თუ რეალობას თვალს გაუაუსწორებ, რეალობა კი შემდეგში მდგომარეობს , საბოლოო მიზნისკენ რომელიც გულისხმობს "მხართეძოზე" წამოწოლილმა კლავიატურაზე პარტყუნით ათასობით ლარის ანაზღაურება მიიღოთ გაშორებთ რამდენიმე წლის ყოველდიური შრომა და არა 6 თვიანი კურსი რომლის დამთავრების შემდეგაც სერტიფიკატს მიიღებთ
თუ მიზნად ისახავ რომ გახდე პროგრამისტი მაშინ უნდა მოემზადო როგორც სპორტსმენი ოლიმპიადის წინ, თუ თანდაყოლილი მათემატიკის ნიჭი ან ლოგიკური აზროვნება არ გაქვს , ნუ იდარდებ საკუთარ თავზე მუშაობით ყოველივეს გამომუშავება შესაძლებელია
სამწუხაროდ სწავლის მსურველთა უმეტესობა მიყვებოდა პიარზე აგებული სასწავლებლების "კეთილ დაპირებებს", არ აქცევდა ყურადღებას მენტორების კომპეტენციას, სილაბუსს, სწავლების მეთოდოლოგიას, ჯგუფში არსებული სტუდენტების რაოდენობას, ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობებს, სამწუხაროდ ყველასთვის ცნობილი სასწავლებლებიც კი ვერ ახდენდნენ ჯეროვანი სასწავლო პროცესის ორგანიზებას , შედეგად მივიღეთ ჩატეხილი ხიდი პროგრამირების სწავლის მსურველებსა და მასწავლებლებს შორის , და კიდევ ის რომ ახლა ხშირად გაიგონებთ, "მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაგანაცვლებს ბიძი"
ჩვენი პლატფორმის იდეა მდგომარეობს იმაში რომ მივცეთ ყველა მსურველს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური და დროის რესურსიდან გამომდინარე , შეარჩიოს მასზე მორგებული სწავლის ფორმა, დაესწროს ლექციებს , შეიძინოს პროგრამირების სრულყოფილი ვიდეო კურსები სიმბოლურ ფასად, გაეცნოს ლექტორების მიერ შექმნილ უფასო პროგრამირების სახელმძღვანელოებს, გაიაროს კურსი მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ , არსებული სისტემა იძლევა საშუალებას სამართლიანი და გააზრებული სასწავლო პროცესის წარმართვის სადაც სტუდენტმა იცის რა უნდა , იცის რა გზის გავლა მოუწევს, ხოლო მენტორმა იცის რომ მისი ენერგია ფუჭად არ იკარგება!
თუ უფრო მეტი გაინტერესებს ჩვენს ბლოგს ჩაუჯექი, რომლებიც პერიოდულად განახლება
თუ დაგღალა ერთფეროვანმა კოდინგმა, გინდა რომ შენი ცოდნა სხვებსაც გაუზიარო , მოუყვე შენს წარმატების ისტორიაზე და შენს მაგალითზე სხვისი წარმატების საწყისად იქცე, მაშინ შენ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ხარ !
გინდა შენი ცოდნა გაუზიარო სხვებს , შექმნა საავტორო კურსი და გამოიმუშავო თანხა
გამოგვიგზავნე ელ:ფოსტაზე , რეზიუმესთან და სამოტივაციო წერილთან ერთად
დადებითი პასუხის შემთხვევაში , შეგეძლება განათავსო საავტორო კურსი ჩვენს პლატფორმაზე , და გამოიმუშაო გაყიდული კურსების 60%