HTML -  იშიფრება  როგორც "Hyper Text Markup Language" (ჰიპერ ტექსტური მარკირების ენა) ,  იგი გამოიყენება ვებ გვერდების ვიზუალური მხარის ჩონჩხის შესაქმნელად , HTML პირველი ვერსია შეიქმნა 1993 წელს , ინგლისელი მეცნიერის ტიმოთი ბერნერს-ლი_ს  მიერ


რა შუეძლია HTML-ს ?

  • ვებ გვერდის სტრუქტურის შექმნა
  • ტექსტური, მულტიმედიური , გრაფიკული ელემენტის გამოტანა ბრაუზერში
  • HTML ბრაუზერს ატყობინებს როგორ უნდა აჩვენოს სხვადასხვა ელემენტი ვიზუალურად
  • ელემენტების მარტივი თვისებების მართვა , (სიმაღლე , სიგანე და სხვა)


როგორ გამოიყურება HTML ?


<!DOCTYPE html>
<html>
  <head>
    <title>Document</title>
  </head>
  <body>
    <h1>ჩემი პირველი სათაური !</h1>
    <p>ჩემი პირველი ტექსტი</p>
  </body>
</html>

 




მოდი განვმარტოთ ზემოთ მოყვანილი HTML კოდი 


<DOCTYPE html> - ატყობინებს ბრაუზერს რომ ვიყენებთ HTML5 ვერსიას

<html> - არის გვერდის მშობელი ელემენტი რომლის შიგნითაც არის მოთავსებული გვერდის სრული კონტენტი

<head> - შეიცავს ინფორმაციას გვერდის კონტენტის შესახებ

<title> - გვერდის დასახელება , რომელიც ჩანს ბრაუზერის ტაბში

<body> - ელემენტში მოთავსებულია გვერდზე არსებული ხილული კონტენტი, ტექსტები,

ფოტო / ვიდეო მასალა და სხვა

<h1> - განსაზღვრავს სათაურს , დიდი ზომის შრიფტით

<p> - განსაზღვრავს პარაგრაფს , მარტივად რომ ვთქვათ დიდი ზომის წაკითხვად ტექსტს




დამწყები პროგრამისტების პირველ სირთულეს ტერმინები წარმოადგენს , ხშირად მათ უკან
მარტივი მოცემულობა ან მოქმედება დგას , ამიტომ ტერმინებთან უნდა ვიმეგობროთ !




რისგან შედგება  HTML  ? 

HTML - შედგება ტეგებისგან , არსებობს გამხსნელი ტეგი , კონტენტი,  და დამხურავი ტეგი :

<ტეგისსახელი> ტექსტური კონტენტი <ტეგისსახელი>


რეალური მაგალითი : 

 <h1> ჩემი პირველი სათაური </h1>
 <p> ჩემი პირველი ტექსტი </p>


გამხსნელი ტეგიკონტენტიდამხურავი ტეგი
<h1>ჩემი პირველი სათაური</h1>
<p>ჩემი პირველი ტექსტი</p>

ბრაუზერში დარენდერებული HTML