HTML - ში არსებობს ტექსტის ფორმატირებისთვის განკუთვნილი ტეგები 


მაგალითად:

გასქელებული ტექსტი 

ხაზგაზმული ტექსტი



შენიშვნა !

იშვიათი გამონაკლისის გარდა ტექსტებისთვის  თვისებების მინიჭება ხდება Css გამოყენებით


 HTML - ფორმატის ტეგები 


  • <b> -  გასქელებული ტექსტი 
  • <strong> - მნიშვნელოვანი ტექსტი
  • <i> - გადახრილი ტექსტი
  • <em> - საყურადღებო/გადახრილი
  • <mark> - მონიშვული (ყვითელი ფონი ტექსტზე)
  • <small> -  მცირე ზომის ტექსტი
  • <del> -  გადახაზული ტექსტი შუა
  • <ins> - ქვედა ხაზგაზმა
  • <sub> - ქვეტექსტი
  • <sup> - ზედა ტექსტი მაგ (ცელსიუსი, კვადრატი, კუბი და სხვა)



HTML  ფორმატის ტეგების განხილვა


HTML <b> ტეგი 
<b> ტეგი  აზრობრივად  განსაზღვრავს  გასქელებულ , მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვან ტექსტს

<b>მე ვარ გასქელებული ტექსტი</b>



HTML <strong> ტეგი 
<strongტეგი   განსაზღვრავს  გასქელებულ   მნიშვნელოვან ტექსტს

<strong>მე ვარ მნიშვნელოვანი ტექსტი</strong>


HTML <I> ტეგი 
<Iტეგი   განსაზღვრავს  გადახრილ  ტექსტს, პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება აიქონების და სხვა კომპონენტების შემოსატანად

<i>მე ვარ გადახრილი ტექსტი</i>


HTML <em> ტეგი 
<emტეგი   განსაზღვრავს  მნიშვნელოვან ტექსტს, ვიზუალურად მასში მოთავსებული ტექსტი არის გადახრილი

<em>მე ვარ მნიშვნელოვანი გადახრილი ტექსტი</em> 


HTML <mark> ტეგი 
<markტეგი   განსაზღვრავს  მნიშვნელოვან ტექსტს, ვიზუალურად გამოისახება ყვითელი ფერის ფონით

<mark>მე ვარ მონიშნული ტექსტი</mark> 


HTML <small> ტეგი 
<
smallტეგი   განსაზღვრავს ნაკლებად მნიშვნელოვან ტექსტს, ვიზუალურად გამოისახება მცირე ზომის შრიფტით

<small>მე ვარ მცირე ზომის ტექსტი</small>

HTML <del> ტეგი 
<
delტეგი   განსაზღვრავს წაშლილ   ტექსტს, ვიზუალურად გამოისახება ტექსტზე შუაში გასმული ხაზით

<del>მე ვარ გადახაზული ტექსტი</del>


HTML <ins> ტეგი 
<
insტეგი   განსაზღვრავს ხაზგასმულ ტექსტს, ვიზუალურად გამოისახება ტექსტზე ქვედა გასმული ხაზით

<ins>მე ვარ ხაზგასმული ტექსტი</ins>


HTML <sub> ტეგი 
<
subტეგი   განსაზღვრავს მცირე ზომის ტექსტს  რომელიც სტანდარტული ტექსტის ქვევით თავსდება მაგ: 
H2O

<sub>მე ვარ ქვე ტექსტი</sub>


HTML <sup> ტეგი 
<
supტეგი   განსაზღვრავს მცირე ზომის ტექსტს  რომელიც სტანდარტული ტექსტის ზევით თავსდება მაგ: 

<sup>მე ვარ ზედა ტექსტი</sup>