HTML  - სიები

HTML სიები გამოიყენება გვერდზე  ჩამონათვლის გამოსატანად , არსებობს ორი ტიპის სია , ბურთულებიანი და რიცხვითი

ბურთულებიანი სიის მაგალითი:

Html

Css

Javascript

Angular

ტეგი ხსნის სიას, ხოლო სიის წევრებს
ტეგში გამოისახება

შენიშვნა!

ტეგის პირდაპირი შვილი მხოლოდ
ტეგი შეიძლება იყოს

დანომრილი სიის მაგალითი:

Html

Css

Javascript

Angular

ტეგი  გამოსახავს დანომრილ სიას

დანომრილი სიის ატრიბუტი

დანომრილ სიას გააჩნია ატრიბუტი type რომელიც განსაზღღვრავს სიის ტიპს

ატრიბუტი type  მნიშვნელობები:

• type="1" - ნაგულისხმევი რიცხვითი დანომვრა
• type="A" - მაღალი რეგისტრის ლათინური ასოები
• type="a" - დაბალი რეგისტრის ლათინური ასოები
• type="I" - მაღალი რეგისტრის რომაული ასოები
• type="i" - დაბალი რეგისტრის რომაული ასოები

ლათინური სიის მაგალითი :

Html

Css

Javascript

Angular

შენიშნვნა!
type ატრიბუტი არ მუშაობს
ტეგთან!