CSS სახელმძღვანელო
CSS - დამწყებებისთვის
CSS - მიმოხილვა CSS - სინტაქსი CSS - სელექტორები CSS - შემოტანა CSS - ტექსტური თვისებები CSS - კომენტარი CSS - ფონები CSS - საზღვრები CSS - სიმაღლე და სიგანე CSS - ფონტის შემოტანა CSS - შიდა დაშორება (PADDING) CSS - გარე დაშორება (MARGIN) CSS - სიები CSS - ბმულები CSS - DISPLAY CSS - პოზიციები CSS - Z-INDEX CSS - OVERFLOW CSS - Opacity CSS - ერთეულები CSS - !importantCSS - სელექტორები
CSS - კომბინატორები CSS - ფსევდო კლასები CSS - ფსევდო ელემენტები CSS - ატრიბუტი სელექტორიCSS - FLEXBOX
FLEXBOX - მიმოხილვა FLEXBOX - კონტეინერი FLEXBOX - ელემენტებიCSS - Responsive
Responsive - მიმოხილვა Responsive - პრინციპები @media - ქუერებიCSS - საშუალო დონე
CSS - ფილტრები CSS - object-fit CSS - გრადაციები CSS - ფონის თვისებები CSS - შუქჩრდილები CSS - 2D/3D ტრანსფორმაციები CSS - გადასვლები CSS - კურსორის თვისებები CSS - ანიმაციებიCSS - კომპონენტები
CSS - სანავიგაციო მენიუ (NAVBAR) CSS - ფორმა CSS - ღილაკები CSS - ბარათი (card) CSS - CHECKBOX & RADIOCSS - ფონები გამოიყენება HTML ელემენტებისთვის ფონის თვისებების მისანიჭებლად
ფონი შეიძლება იყოს ფერი, ფოტო ან გარდამავალი ფერები
თვისება background-color განსაზღვრავს , ფონის ფერს
მაგალითი:
css:
.bg-green {
background-color: green;
}
html:
<div class="bg-green">
<h1> მწვანე ფერის ფონი </h1>
</div>
თვისება background-image განსაზღვრავს , ფონის ფოტოს
მაგალითი:
css:
.bg-image{
background-image: url('google.png');
}
html:
<div class="bg-image">
<h1> მწვანე ფერის ფონი </h1>
</div>
url(' ') მნიშვნელობა არის ფოტოს დასახელება და ლოკაცია ფაილურ სისტემაში,
მსგავსია html ში არსებული src ატრიბუტისა
თვისება background-repeat განსაზღვრავს ფოტოს გამეორებას ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ
ღერძზე
თუ ფონზე მინიჭებული ფოტოს ზომა ნაკლებია ელემენტის ზომაზე ის გადამრავლდება იმდენჯერ რომ ელემენტი სრულად დაფაროს
მაგალითი:

repeat - ნაგულისხმევი მნიშვნელობა (ფოტო გადამრავლდება)
repeat-x - ფოტო გადამრავლდება მხოლოდ ჰორიზონტალურად
repeat-y - ფოტო გადამრავლდება მხოლოდ ვერტიკალურად
no-repeat - ფოტო არ გადამრავლდება
მაგალითი:
.bg-green{
background-image: url('google.png');
background-repeat: no-repeat;
}
თვისება background-position განსაზღვრავს ფოტოს მდებარეობას ელემენტში
მაგალითი:
.bg-green{
background-image: url('google.png');
background-repeat: no-repeat;
background-position: right center;
}
background-position გადაეცემა ორი მნიშვნელობა , პირველი განსაზღვრავს ფოტოს მდებარეობს ჰორიზონტალურად ,
ხომო მეორე ვერტიკალურად , შესაძლებელია პროცენტული მნიშვნელობების მინიჭებაც, რომელიც ელემენტის ზომებიდან
განსაზღვრავს მდებარეობას
თვისება background-attachment განსაზღვრავს ფოტოს პოზიციას ელემენტში
მაგალითი:
.bg-green{
background-image: url('google.png');
background-repeat: no-repeat;
background-position: right center;
background-attachment: fixed;
}
fixed - მნიშვნელობა ფოტოს აფიქსირებს კონტენტი მის ზევიდან ისქროლება , ხოლო სდანდარტული scroll
მნიშნელობისას ფოტო სქროლს მიყვება
თვისება background-size განსაზღვრავს ფოტოს ზომას
მაგალითი:
.bg-green{
background-image: url('google.png');
background-repeat: no-repeat;
background-position: right center;
background-attachment: fixed;
background-size: cover; / ან * 100% 50% */
}
background-size - თვისებას გადაეცემა მნიშვნელობები cover|contain|auto|% %
cover - თუ ფოტო ელემენტის ზომაზე პატარაა, ის მაინც დაიკავებს ელემენტის სრულ ზომას, შესაძლოა მოიჭრას ფოტოს
ნაწილი
contain - ფოტო გამოჩდება სრულად, ელემენტის ზომების საუკეთესო შეფარდებით
auto - ნაგულისხმევი მნიშვნელობა , ფოტო გამოჩდება ორიგინალი ზომებით
პროცენტული - განსაზღვრავს ფოტოს პროცენტულ ზომებს ანგარიშდება მშობელი ელემენტის ზომიდან, პირველი თვისება
არის სიგანე , ხოლო მეორე სიმაღლე