Front end პროგრამირების კურსი
დაიწყე ნულიდან , განვითარდი ჯუნიორის დონემდე
7 მეტი მიმართულება კურსი დამწყებიდან პროფესიონალამდე
დამწყების დონე აბსოლიტური დამწყებებისთვის
50 შეხვედა 6 თვიანი კურსი
მოსახერხებელი გრაფიკი მეცადინეობა შუადღეს და საღამოს
კურსის ზოგადი მიმოხილვა
FRONT END პროგრამირების კურსი განკუთვნილია აბსოლიტური დამწყებებისთვის საჭიროა მხოლოდ საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები (ფოლდერის შექმნა, ფაილების მენეჯმენტი და სხვა) , კურსი გრძელდება 6 თვეს , შეისწავლით ისეთ ენებს როგორიც არის:
- HTML
- CSS
- SCSS
- TAILWINDCSS
- FIGMA
- JAVASCRIPT S6
- REACT / ANGULAR
FRONT END პროგრამირების კურსი არის სრულიად დისტანციური , მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს , მენტორის ხელმძღვანელობით, ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი კვირაში ორი დღე, ყველა ლექცია იწერება , კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 15 წლის ასაკიდან, მთლიანი კურსი დაფუძნებულია პრაქტიკულ მეთოდზე რაც გულისხმობს ლექციიდან ლექციამდე პრაქტიკულ საშინაო დავალებებზე მუშაობას , ლექციის მიმდინარეობისას სხვადასხვა რეალური პროექტების განხილვას , კოდის მიმოხილვას , მრავალფეროვან საკლასო სამუშაოებს. ლექციები ტარდება შუადღის და საღამოს საათებში
FRONT END დეველოპმენტის მიმოხილვა
ფრონტ ენდ პროგრამირება წარმოადგენს ვებ პროგრამირების მიმართულებას, რომელიც ქმნის ვებ გვერდების ვიზუალურ, და ხილული მხარის ფუნქციურ ნაწილს, ყველაფერი რასაც ვებ გვერდზე ხედავთ, ტექსტებს მათ განლაგებას , ანიმაციებს , ეფექტებს ,ფოტოებსა თუ სხვა მულტიმედიურ ელემენტებს ამ ყოველივეს ქმნის FRONT END დეველოპერი , გარდა ამისა მის მოვალეობაში შედის UI/UX დიზაინერის მიერ შექმნილი დიზაინის ზუსტი იმპლემენტაცია , ვებ გვერდის ტექნიკური ამოცანის შექმნის პროცესში ჩართულობა , დიზაინერთან მჭიდრო კომუნიკაცია , ჩვენი კურსი კი გეხმარებათ ყოველივე საჭირო უნარის ჩამოყალიბებაში
რამდენად მოთხოვნადია FRONT END დეველოპერი?
ბოლო კვლევების თანახმად FRONT END დეველოპმენტი კვლავ რჩება მოთხოვნად პროფესიად , კომპანიები კვლავაც ქმნიან და შექმნიან ღირებულ და მათზე მორგებულ პროექტებს რომელიც მათ საჭიროებებს სხვადასხვანაირად აგვარებს , იქნება მარკეტინგული თუ სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ თუ გადაწყვეტთ რომ გახდეთ FRONT END დეველოპერი აქცენტი უნდა გააკეთოთ საერთაშორისო კომპანიაში დასაქმებაზე და არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე , ამით თქვენი დასაქმების შანსი სულ მცირე ათჯერ გაიზრდება
რა მეცოდინება კურსის დასრულების შემდეგ?
კურსის დასრულების შემდგომ შეგეძლებათ შექმნათ ყველა მოწყობილობაზე ადაპტირებული ვებ გვერდის ვიზუალური ნაწილი, იმუშაოთ დამოუკიდებლად ან გუნდში ჯუნიორ დეველოპერისთვის შესაბამის პროექტებზე , გამოიმუშავებთ ლოგიკური აზროვნების უნარს, შეგეძლებათ პრობლემების დამოუკიდებლად მოგვერება (debugging skills) , გეცოდინებათ AI თულების სწორად გამოყენება , მზად იქნებით ტექნიკური გასაუბრებისთვის, გექნებათ საკუთარი პორტფოლიო მინიმუმ 3 რეალური პროექტით , გექმენათ გამოცდილება ვერსიების კონტროლთან მუშაობაში (Git/GitHub)
ვის შეუძლია გახდეს FRONT END პროგრამისტი?
პრაქტიკა გვაჩვენებს რომ FRONT END პროგრამირების სწავლა შეუძლია ყველას განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ნიუანსები რომლის არ გათვალისწინებაც გარანტირებულად მიგიყვანთ ფაქტამდე რომ დრო ნერვები და ფინანსები ტყუილად დაკარგეთ, მოდი ჩავშალოთ რა გვიშლის ხელს ჯუნიორ დეველოპერად ჩამოყალიბებეაში
ა) საწყისი კომპიუტერული უნარჩვევების არ ქონა
სასწავლო კურსების მასალა დროში მჭიდროდ არის გაწერილი, როდესაც გადიხართ ფრონტ ენდ პროგრამირების კურსს თუ სხვა მიმართულებას , პროგრამა ფოკუსირებულია ენის შესწავლაზე , მენტორი ვერ დაკარგავს დროს ისეთი თემების ახსნაზე როგორიც თუნდაც ფოლდერის ან ფაილის შექმნაა, შესაბამისად პირველივე ლექციაზე აწყდებით პრობლემას და ფიქრობთ რომ ეს სფერო თქვენი არ არის, თუმცა საკმარისია მცირეოდენი ინფორმაციის მოძიება და მონდომება ყოველი პრობლემა დაიძლევა!
ბ) არ/ვერ უთმობთ დროს პრაქტიკას
პროგრამირება არ არის ის სფერო რომელიც თეორიულ ცოდნას ეფუძნება , თქვენი საუკეთესო მასწავლებელი ისევ საკუთარი თავია პროგრამირებისთვის საჭირო თვისებებს მხოლოდ პრაქტიკული დავალებების შესრულებისას გამოიმუშავებთ, მაგალითად თუ თქვენ დღის განმავლობაში მხოლოდ 1-2 საათი უთმობთ დროს კოდის წერას ეს საკმარისი არ არის, სწავლის ეტაპზე ოფტიმალური დრო 3-5 საათია
გ) მხოლოდ მენტორზე ხართ დამოკიდებული
თუ თქვენ მხოლოდ მენტორის მიერ მოცემული დავალებების კეთებით ხართ დაკავებული ნიშნავს რომ თქვენთვის ეს სფერო საინტერესო არ არის, რადგაც რაც გვაინტერესებს იმის ირგვლივ ბევრ ინფორმაციას ვეცნობით, მეტ დროსაც ვუთმობთ და არ ვიხდით მხოლოდ მოვალეობას, შესაბამისად მოტივაციის ნაკლებობა ერთ ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია
დ) არასწორი მოლოდინები
სწორია თუ FRONT END პროგრამისტის პროფესია მაღალი ანაზღაურების და კომფორტული სამუშაო გრაფიკის გამო შეარჩიეთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ მიზნის მიღწევამდე ჯერ უნდა ისწავლოთ იმის კეთება რაშიც დამსაქმებელი ხელფასს გადაგიხდით , შესაბამისი თეორიის და პრაქტიკული ცოდნის გარაშე ამის მიღწევა შეუძლებელია, ხოლო ცოდნას და პრაქტიკას დრო ჭირდება , ზოგ შემთხვევაში ამისთვის რამდენიმე თვე კმარა ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება წელიც გაგრძელდეს
ე) უცხო ენების არ ცოდნა
ქართულ ბაზარზე დასაქმება საკმაოდ რთულია რადგან კონკურენცია დიდია ხოლო მოთხოვნა შედარებით მცირე, მაგრამ საერთაშორისო კომპანიები რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას და მისაღებ სამუშაო პირობებს სთავაზობენ დასაქმებულებს , გარდა ამისა უცხო ენების ცოდნის შემთხვევაში გზა გეხსნებათ დასაქმდეთ დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ან გახდეთ ფრილანსები სხვადასხვა პლატფორმებზე როგორიც არის : upwork , fiverr , themeforest და სხვა
სასწავლო ფორმატი
გამოცდილებამ გვაჩვენა რომ ონლაინ სწავლების ფორმა ეფექტურია აუდიტორულ ფორმატთან შედარებით, ონლაინ რეჟიმში მოსწავლეები ბევრად უფრო კონცენტრირებულები არიან მასალის ახსნისას, მარტივია დავალებების შემოწმების და ინდივიდუალური შეფასების პროცესი, სტუდენტების უმეტესობა არის მოტივირებული სწავლაზე ორიენტირებული რაც ქმნის საერთო ჯანსაღ გარემოს, ონლაინ ფორმატში მოსწავლეების 70% მეტი წარმატებით ასრულებს კურსს ხოლო აუდიტორულ გარემოში წარმატების მაჩვენებელი 30-40% ფარგლებშია
რატომ უნდა დაიწყო სწავლა FRONT END _ით?
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ყოველი პროგრამირების ენა არ არის ერთი და იმავე სირთულის, არსებობს მარტივი ენები და არსებობს რთული ენები, ფრონტ ენდ პროგრამირება კი არსიდან გამომდინარე გაძლევთ იმის შესაძლებლობას დაიწყოთ ყველაზე მარტივიდან და განაგრძნოთ ზრდა ყველაზე რთულისკენ , თუ პირველივე მცდელობისას შეხება გვექნება რთული სინტაქსის მქონე ენებთან ფსიქოლოგიურად უფრო რთულია სიძნელეების დაძლევა რაც პროგრამირების სწავლას თან ახლავს
რატომ უნდა ისწავლოთ ჩვენთან?
მენტორების გამოცდილება , მოსახერხებელი გრაფიკი და სწავლის მეთოდოლოგია დაფუძნებულია პრაქტიკულ შედეგებზე, ჩვენთან სწავლის დაწყებამდე ეცნობით მენტორების გამოცდილებას , სილაბუსს, სწავლების მეთოდს, სასწავლო პროცესში არ გხვდებათ უსიამოვნოს სიურპრიზები , ყველა ლექციის ვიდეო ჩანაწერი კეთდება , წვდომა გაქვთ სამუდამოდ, სწავლის საფასურის გადახდის თქვენზე მორგებული გრაფიკი და ხელმისაწვდომობა , ეს ის არის ვთვლით რომ ჩვენ შეგვიძლია ღირებული ცოდნის მოცემა თქვენთვის , ვინც კარიერას ახლა იწყებთ ან იცვლით
უნარები რომლებსაც შეიძენთ
სილაბუსი
1) რისგან შედგება და როგორ მუშაობს ვებ გვერდი
2) როგორ გამოიყურება სერვერზე განლაგებული ვებ საიტის ფაილური სისტემა
3) ფაილების გაფართოება და მათი დანიშნულება ვებ გვერდის ფუნქციონიერებაში
4) რა არის HTTP მოთხოვნა , მისი მაგალითები
5) რა არის HTML , CSS, JAVASCRIPT მათი დანიშნულება ვებ დეველოპმენდში
6) რისგან შედგება HTML , ედიტორის შერჩევა
7) ტერმინების განმარტება
8) მეტა ტეგების დანიშნულება
9) ტექსტური ტეგები
10) HTML ტექსტური ფორმატი .
11) ციტირება
12) ჰიპერლინკები და მისი ატრიბუტები
13) სიები
● ცხრილები
● მულტიმედია
● IFRAME
● სემენტიკური & ბლოკური ტიპის ტეგები
● მათი მნიშვნელობა თანამედროვე ვებსა და SEO ოპტიმიზაციაში
● ფორმების მიმოხილვა
● ფორმების შემადგენელი ელემენტები
● ინფუთის ტიპები
● CSS მიმოხილვა , სინტაქსი , თვისებები და მნიშვნელობები , HTML დოკუმენტში შემოტანის გზები , გამოყენების რეკომენდირებული მეთოდები
● სელექტორები , მარტივი სელექტორი ტეგის აიდი და კლასის გამოყენებით
● სელექტორების უპირატესობა
● CSS კომენტარი , ფერები
● ფონები
● ფონის თვისებები
● საზღვრები
● საზღვრის თვისებები
● გარე საზღვრები
● TEXT - ტექსტური თვისებები
● ფონტების შემოტანა
● CSS - დაშორებები
● Box-sizing , content-box , border-box
● ელემენტების WIDTH, HEIGHT
● განხილვა და რეკომენდაციები, რა შემთხვევებში არ შეიძლება ფიქსირებული სიმაღლის & სიგანის გამოყენება
● იუნითები PX, %
● BOX-MODEL განხილვა
● შუქჩრდილები (BOX-SHADOW)
● აიქონების შემოტანა ვებ გვერდზე
● ლინკები - A:VISITED , A:HOVER, A:ACTIVE
● HOVER PSEUDO-CLASS
● სიიის თვისებები
● DISPLAY
● DISPLAY FLEX თვისებები
● FLEX მიმართულებები
● FLEX განოყენებით ვებ საიტის მარტივი მაკეტის აწყობა , სხვადასხვა განლაგებით
● MIN-WIDTH, MIN-HEIGHT , MAX-HEIGHT, MAX-WIDTH , თვისებების განხილვა მათი როლი რესფონსივ დიზაინში
● პოზიციები , STATIC , RELATIVE, ABSOLUTE , FIXED, STICKY
● Z-INDEX
● პოზიციონირება , LEFT , RIGHT , TOP , BOTTOM , თვისებების გამოყენებით
● ABSOLUTE პოზიციის ურთიერთქმედება RELATIVE პოზიციასთან
● პრაქტიკული სამუშაო პოზიციების გამოყენება რეალური პროექტებიდან
● OVERFLOW - თვისებები , HIDDEN , SCROLL , AUTO
● OVERFLOW თვისების პრაქტიკული მაგალითები
● სქროლბარის გასტილვა
● ელემენტების გაცენტრება , ვერტიკალური/ჰორიზონტალური გაცენტრება
● პრაქტიკული მაგალითები , ბლოკური ტიპის ელემენტის გაცენტრება ჰორიზონტალურად , RELATIVE/ABSOLUTE ელემენტის გაცენტრება ვერტიკალურად/ჰორიზონტალურად, TRANSFORM:TRANSLATE თვისების გამოყენებით , გაცენტრებები FLEX თვისების შიგნით
● კომბინატორები
● PSEUDO – ELEMENT
● ::BEFORE, ::AFTER , CONTENT,
● სელექტორები ატრიბუტის გამოყენებით,
● PSEUDO – CLASSES
● OPACITY
● OBJECT-FIT , თვისებები COVER , CONTAIN, OBJECT - POSITION
● ერთეულების გამოყენება პრაქტიკული მაგალითები
● ერთეულები
● იუნითების სწორი გამოყენება RESPONSIVE დიზაინში
● CALC ფუნქცია
● ATTR ფუნქცია
● VAR ფუნქცია
● ფუნქციების პრაქტიკული მაგალითებ
● 2/3D ტრანფორმაციები
● გადასვლები (TRANSITION)
● ანიმაციები KEYFRAME გამოყენებით
● მედია ქუერები
● FILTER
● BACKDROP-FILTER
● მედია ქუერები გამოყენებით , ადაპტირებული ვებ საიტის მაკეტის შექმნა
● რა არის SCSS ზოგადი მიმოხილვა , გამოყენება თანამედროვე ვებ დეველოპმენდში
● NODE.JS ინსტალაცია
● NPM განხილვა
● NPM გამოყენებით SASS ინსტალაცია
● SCSS - სინტაქსი
● PARENT-SELECTOR, @EXTEND , VIRIABLES , ფსეუდო კლასების/ელემენტის გამოყენება , @MIXIN, @MIXIN პარამეტრები , @INCLUDE, @USE, @FUNCTION, @FOR , @RETURN , @EACH
● OPERATOR , @IF , @ELSE
● TAILWINDCSS - მიმოხილვა , გამოყენება თანამედროვე ვებ პროგრამირებაში
● ინსტალაცია
● კომპონენტების ზოგადი მიმოხილვა
● კონცეფცია
● განლაგებები
● FLEXBOX & GRID
● ტოპოგრაფია & ფონები
● TAILWINDCSS მუშაობის სტანდარტი
● figma ფაილთან მუშაობა
● დაშორებების განსაზღვრა , ფონის ფერების, ფონტის ზომების ფერის font-family განსაზღვრა, opacity თვისების განსაზღვრა , box-shadow თვისების განსაზღვრა
● ფაილების ჩამოტვირთვა svg/png ფორმატში
● დიზაინში გათვალისწინებული დინამიური კონტენტის დაშორებების განსაზღვრის პრინციპი
● მარქაფის ფინალური Პროექტების წარდგენა
● პროექტის კოდის გარჩევა/გამარტივება
● ხარვეზების არსებობის შემთხვევაში გამომწვევი მიზების განხილვა
● Responsive ვერსიის განხილვა
● კრიტიკული შეცდომების განხილვა სამუშაო დიზაინთან (figma)
● Javascript - ზოგადი მიმოხილვა
● Javascript - გამოყენება ვებ საიტებში , მაგალითები რეალური პროექტებიდან
● პრაქტიკული მაგალითების ჩვენება , (ივენთების გამოყენებით)
● სინტაქსის განხილვა , Ცვლადების შექმნა , ცვლადების როლი javascript ენაში, ქეისენსიტივის მნიშვნელობა
● ცვლადის შექმნა
● რა სხვაობაა ქივორდს შორის
● რა შემთხვევაში რომელი ქივორდის გამოყენებაა რეკომენდებული
● კომენტარი
● ცვლადების გამოყენებით მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება
● გამოტანის ფუნქციები
● ცვლადის გამოტანა html დოკუმენტში
● მონაცემთა ტიპები
● მონაცემის ტიპის გადამოწმება
● ოპერატორები
● მოქმედებები სტრინგებზე
● სტრინგის სტრიქონების გადაბმა “+” ოპერატორის გამოყენებით
● სტრინგის აწყობა html ტეგების გამოყენებით და მისი გამოტანა html დოკუმენტში
● ტემპლეიტ სინტაქსის გამოყენება `${ // }`
● მეთოდები სტრინგებზე , length, charAt(), startwith(), endwith(), includes(), indexof(), match(),search(), replace(), slice(), split(), tostring(), touppercase() , tolowercase()
● Regexp – search(), replace() , მოდიფიკატორები (I , g , m) , ნიმუშები , metacharacter
● მოქმედებები რიცხვებზე
● ჩაშენებული ფუნქციები
● რა შემთხვევაში ბრუნება NaN ტიპი
● გუნქციები , ფუნქციის მნიშვნელობა ჯავასკრიფტში,
● ფუნქციის შექმნა , ფუნქციის პარამეტრები , რესტ პარამეტრი , RETURN ქივორდი ,
● ლოკალური და გლობალური ცვლადების განსაზღვრა ,
● ARROW ფუნქციები , სხვაობა ტრადიციულ და ARROW ფუქციას შორის (THIS ქივორდის გამოყენება)
● მასივები , მასივის დანიშნულება , ინდექსის განმარტება
● მასივის შექმნა
● მასივის ელემენტის გამოძახება ინდექსის მეშვეობით
● For ციკლის გამოყენებით მასივი ყველა წევრის დაბეჭვდა
● მოქმედებები მასივებზე
● გამეორების მეთოდები
● სხვაობა მეთოდებს შორის
● მასივების სორტირება
● რიცხვების სორტირება მასივში
● ობიექტები , ობიექტის გამოყენების მაგალითები რეალურ ვებ გვერდებზე
● სინტაქსი , თვისებები და მნიშვნელობები
● ობიექტიდან თვისების / მეთოდი გამოძახება
● თვისების შეცვლა , ახალი თვისების ჩამატება
● This ქივორდის გამოყენება ობიექტის მეთოდებში
● For in loop გამოყენება
● Nested ობიექტის შექმნა
● Getter & setter
● ობიექტების მასივის შექმნა მაგ
● მოქმედებები ობიექტების მასივზე
● თარიღები
● თარიღის ობიექტის შექმნა
● Get & set მეთოდები მათი მნიშვნელობები
● PARSE() მეთოდი
● პრაქტიკული სამუშაო
● Match - ობიექტი
● Match Მეთოდები
● რენდომული ოპერაციები
● პრაქტიკული მაგალითები
● boolean ლოგიკა
● If/else , else if გამოყენება , პრაქტიკული მაგალითები
● Switch / case - გამოყენება პრაქტიკული მაგალითები
● განხილვა და შედარება , რა უპირატესობები აქვს if/else switch შედარებით და პირიქით
● ციკლები
● For
● For in
● For of
● While / do while
● Events - ივენთების მიმოხილვა , გამოყენება front-end დეველოპმენდში
● გამოყენების გზები
● ივენთის გამოყენება html ელემენტში
● ივენთის გამოყენება addEventListener ფუნქცით
● Event ობიექტი (ზოგადი განხილვა)
● DOM - დოკუმენტრი ობიექტის მოდელი
● DOM - განხილვა , მისი გამოყენება FRONT-EDN დეველოპმენდში
● ცელექტორები
● რომელი სელექტორის გამოყენება არის რეკომენდებული
● ივენთის შექმნა LOOP შიგნით
● გამოტანის მეთოდები
● პრაქტიკული მაგალითები
● HTML CLASS მეთოდები
● CLASSLIST.ADD()
● CLASSLIST.REMOVE()
● CLASSLIST.REPLACE()
● CLASSLIST.CONTAINS()
● CLASSLIST.TOGGLE()
● Პრაქტიკული სამუშაო
● HTML ATTRIBUTE მეთოდები
● CREATEATTRIBUTE()
● SETATTRIBUTE()
● REMOVEATTRIBUTE()
● GETATTRIBUTE()
● HASATTRIBUTES()
● TOGGLEAATRIBUTE()
● ატრიბუტებთან სამუშაო პრაქტიკული მაგალითები
● სტილები & HTML ელემენტის შექმნა
● CSS სტილების მინიჭება ჯავასკრიფტიდან
● HTML ელემენტის შექმნა
● DOCUMENT.CREATEELEMENT(ELEMENT)
● DOCUMENT.CREATETEXTNODE(‘TEXT’)
● APPENDCHILD()
● PREPEND()
● REMOVE()
● პრაქტიკული სამუშაო
● ParentElement
● children
● NextElementSibling
● PreviousElementSibling
● ChildElementCount
● LastElementChild
● FirstElementChild
● პრაქტიკული სამუშაო
● ClientHeight , clientTop , clientLeft, clientWidth
● OffsetHeight , offsetWidth , offsetLeft, offsetTop
● ScrollHeight, scrollWidth
● ScrollLeft , scrollTop
● ელემენტის პოზიციების დადგენა , element.getBoundingClientRect()
● EVENT - ობიექტი
● EVENT.TARGET
● EVENT.TYPE
● EVENT.KEY
● preventDefault()
● მაუსის ივენთების განხილვა
● თაჩის ივენთები
● CLICK , CHANGE, INPUT , LOAD
● პრაქტიკული გამოყენება
● window.history.forward(),
● window.history.back() ,
● window.history.go() ,
● window.open()
● Confirm(),
● Screen ობიექტი
● Json - ფორმატი , მისი დანიშნულება , სინტაქსი
● Json - მონაცემთა ტიპები
● Json - გამოყენებით , მასივების, ობიექტების , ობიექტების მასივის აწყობა
● Json - სამუშაო მეთოდები
● JSON.PARSE(), JSON.STRINGIFY()
● JSON გამოყენებით ლოკალური ფაილის შექმნა
● Async
● Await
● .then()
● Promise ობიექტი
● Fetch() api
● განხვავება ajax და fetch შორის ,
● Fetch გამოყენება პრაქტიკაში
● LocalStorage, sessionstorage api
● კლასების ზოგადი დანიშნულება პროგრამირებაში , კლასების გამოყენება ჯავასკრიფტში
● კლასის შექმნა , წევრების განხილვა
● Constructor()
● Static მეთოდები & თვისებები
● This ქივორდი გამოყენება
● მემკვიდრებითობა
● Super ქივორდი
● მოდულები , მისი გამოყენების საჭიროება
● EXPORT & IMPORT
● მოდულების გამოყენება კლასების შიგნით
● Typescript - მიმოხილვა , გამოყენების საჭიროება
● ტიპების განხილვა , ტიპიზაცია
● იუნიონ ტიპები ,
● მასივების ტიპიზაცია
● პარამეტრები & თვისებები
● ჯენერიკები
● დეკორატორები
● Tsconfig.json განხილვა
● კლასები
● კლასის წევრები
● იმპლემენტაცია
● Angular – cli ინსტალაცია, angular app ინსტალაცია
● Cli განხილვა დანიშნულება შესაძლებლობები
● angular app Ფაილური სისტემის განხილვა
● რისგან შედგება კომპონენტი
● Component დეკორატორის განხილვა
● Selector , templateUrl, styleUrl, template, styles
● Template ინტერპოლაცია , Მონაცემების გამოტანის პრინციპი , ტემპლეიტ სინტაქსის განხილვა “{{}}”
● ივენთების შექმნა
● ენკაფსულაცია , shadowDom , emulated , none, რომელი მეთოდის გამოყენებაა პრაქტიკული და რა შემთხვევებში
● კომპონენტის შექმნა
● მონაცემების გაცვლა შვილობილ და მშობელ კომპონენტებს შორის, Input() , output() დეკორატორის გამოყებით
● Angular - დირექტივები
● NgClass
● NgStyle
● Ngif/ifelse
● NgFor
● NgSwitch
● დირექტივის გამოყენება ატრიბუტებში
● დირექტივების პრაქტიკული გამოყენება
● დირექტივების გამოყენება Ngfor შიგნით
● ფორმის მოდულის იმპორტი
● Reactive forms განხილვა
● FormControl
● Setvalue მეთოდი
● FormGroup
● FormControlname
● PatchValue მეთოდი
● Validators
● Invalid , dirty , touched თვისებები
● როუტერის მოდული
● როუტერის მნიშვნელობის განხილვა
● როუტერის გვერდების შექმნა და პრაქტიკაში გამოყენება
● როუტერ აუთლეტი
● როუტერ ლინკის გამოყენება html ფაილში
● როუტერის ობიექტის განხილვა: path , component, redirect ,canactivate
● როუტერის პარამეტრები
● როუტერის ქუერპარამეტრები
● როუტერის ნავიგაციის მეთოდი
● აქტიური როუტერის თვისებების განხილვა : url , params, paramMap, queryparams
● შვილობილი როუტერი
● როუტერის გუარდი
● Http მოდული განხილვა , მისი მნიშვნელობა ანგულარის ფრეიმვორქში
● Http მოთხოვნის მეთოდები , get() , post() , put() , delete(),
● Response - Subscribe მეთოდი
● სერვისი შექმნა და მისი გამოყენება
● Http მოთხოვნის პარამეტრები ,
● httpParams მისი მეთოდები : fromstring, fromobject
● Http მოდული პრაქტიკული გამოყენება , api გამოყენება დაბრუნებული პასუხის გამოტანა ვიზუალურად
● Angular – pipe , testing
● Datapipe
● Upper/lowercasepipe
● Decimicalpipe
● Percentpipe
● Jsonpipe
● საკუთარი pipe შექმნა
● ტესტირება
სტუდენტების შეფასებები
ხშირად დასმული კითხვები
არა ! კურსი იწყება 0 დან და გრძელდება ჯუნიორ დეველოპერის დონემდე, მხოლოდ კომპიუტერული საბაზისო უნარჩვევებიც კმარა
დავალებების ტიპის მიხედვით საშუალოდ 30 წუთიდან შეიძლება რამდენიმე დღეც
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლებათ ჯუნიორ დეველოპერის დონის პროექტებზე მუშაობა
ყველა ლექციის ჩანაწერი ინახება და გაქვთ მათზე წვდომა , ხოლო სპეციფიური საკითხების შემდეგ ლექციაზე გავლაც შესაძლებელია
სალაპარაკო დონეზე ინგლისურის ცოდნა არ არის საჭირო პროგრამირების შესასწავლად , თუმცა სასურველია შემდგომ დასაქმების პროცესში
დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კურსის დასრულების შემდგომ ჩაერთოთ რეალურ პროექტებში, რომლებშიც მენტორები იღებენ მონაწილეობას
დიახ, სერტიფიკატს გავცემთ, მაგრამ ჩვენთან მიღებული ცოდნა აღემატება სერტიფიკატის ღირებულებას
კურსის გავლა შეუძლია ყველას ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი
კურსის წარმატების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ BACK END პროგრამირების კურსი რომელიც რომლის შემდეგაც გახდებით FULL STACK ვებ პროგრამისტი